აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ რჩევა ადამიანებისგან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, როგორც online ისე offline რეჟიმში, სანაცვლოდ უბრალოდ უნდა დაეხმაროთ სხვას, როდესაც ის დასვამს კითხვას.

აპლიკაცია მუშაობს შემდეგნაირად:

  1. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ირჩევს კატეგორიებს (შეზღუდული რაოდენობით), იმათ რომლებშიც თვლის, რომ მეტნაკლებად კომპეტენტურია. და ამავდროულად იღებს განსაზღვრული რაოდენობის კითხვების დასმის უფლებას. ამ პროცესის დროს აპლიკაციის მომხმარებელი ხდება როგორც მკითხველი ისე მრჩეველი.

2. 2.1 მომხმარებელი როგორც მკითხველი : შეუძლია დასვას კითხვა, ნებისმიერ კაეტგორიაში ამის შემდეგ კითხვა გაეგზავნება შესაბამის მოპასუხეებს, მრჩევლებს. მათ მიერ გაცემული პასუხები კი გაეგზავნება მკითხველს, რომელსაც შეეძლება შეარჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები პასუხები (შეზღუდული რაოდენობით) და მიანიჭოთ მათ ვარსკვლავები, რითიც მრჩეველს მოემატება რეიტინგი.

2.2 მომხმარებელი როგორც მრჩეველი: შეუძლია გასცეს პასუხი მხოლოდ იმ კითხვებს, რომლებიც შეესაბამება მის მიერ არჩეულ კატეგორიებს. ასევე მას აქვს შესაძლებლობა არ შეწუხდეს და აპლიკაციიდან აღარ მიიღოს შეტყობინებები რჩევებზე, მაგრამ მსგავს შემთხვევაში ის ვერ შეძლებს დასვას კითხვების მინიმალურ რაოდენობაზე მეტი.

  1. ყველა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ნახოს მის მიერ პასუხგაცემული კითხვებისა და დასმული შეკითხვების ისტორია.

  2. offline რეჟიმის შემთხვევაში მკითხველი კითხვას სვამს აპლიკაციიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი კითხვა იგზავნება სმს შეტყობინების საშუალებით, და პასუხსაც სმს-ის საშუალებით იღებს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მუდმივად მიიღოს რჩევა.

აპლიკაცია დაფუძნებლია პრინციპზე დაეხმარე რომ დაგეხმარონ, ან იმათთვის ვისთვისაც ეს საკმარისი არაა: არ დაგეხმარებიან თუ არ დაეხმარები. :)

Built With

Share this project:

Updates