Ease of Reading არის web და desktop აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება სასურველი წიგნის უცხო ენაზე წაკითხვაში. აპლიკაცია ათავისუფლებს მომხმარებელს კითხვის პროცესში გამოიყენოს სხვა თარჯიმანი პროგრამები, რომლებსაც სჭირდება ცალკე გახსნა ან საიტზე შესვლა. აპლიკაციაში მომხარებელს საშუალება აქვს დაამატოს სხვა ენა (ბიბლიოთეკა), რომელიც ჯერ არ არის თარგმანში შემოთავაზებულ ენებში. სურვილის შემთხვევაში მომხარებლი ამატებს სიტყვას და მის შესატყვის სიტყვებს იმ ენებზე (არაა აუცილებელი ყველაზე) რომლებიც არის ჩამონათვალში. ჩვენი აპლიკაცია გავყავით ორ ნაწილად: Web აპლიკაცია და Desktop აპლიკაცია. ამ უკანასკნელის გაკეთება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ შესაძლებელია მომხმარებელს არ ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, მაგრამ უნდა რომ უცხო წიგნი წაიკითხოს და ამისთვის ლექსიკონიც სჭრდება. Desktop აპლიკაციას დამატებით ასევე შეუძლია ტექსტის გადაყვანა Sylfaen-ში. Ease of Reading-ის გახსნისას, მომხმარებელს აქვს სამი არჩევანი: აირჩიოს ფაილი, რომლის წაკითხვაც სურს, აკრიფოს მისთვის სასურველი უცხოური ტექსტი და ადვილად გადათარგმნოს ის ან ჩააკოპიროს რაიმე ტექსტი და გაიმარტივოს მისი წაკითხვა სხვა აპლიკაციებისა თუ ვებ გვერდების გამოყენების გარეშე. • ფაილის არჩევა ხდება ღილაკზე აირჩიეთ ფაილი დაჭერით. ფაილის არჩევის შემდეგ მისი შიგთავსი ჩაიტვირთება ფორმაში. შემდეგ უკვე ვირჩევთ ენას, თუ რომელ ენაზე გვინდა კონკრეტული სიტყვების გადათარგმნა. რომ გადავთარგმნოთ სასურველი სიტყვა, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მოვნიშნოთ ეს სიტყვა. თუ მისი განმარტება შესაბამის ენაზე ვიპოვეთ, მაშინ ფორმის ქვედა ზოლზე გამოვა მისი განმარტება/განმარტებები, თუ არა და დაიწერება შეტყობინება, რომ კონკრეტული სიტყვის განმარტება ვერ მოიძებნა. • თუ გვსურს ჩვენი აკრეფილი უცხოური ტექსტის ადვილად წაკითხვა, უბრალოდ ავკრიფოთ ეს ტექსტი, კონკრეტული სიტყვების გადათარგმნა კი ყველგან ერთნაირია. • იგივეა ჩაკოპირებული ტექსტის შემთხვევაშიც. მომხმარებელი უბრალოდ ჩააკოპირებ მისთვის სასურველ ტექსტს შესაბამის ადგილას და შემდეგ თითოეული სიტყვის გადათარგმნისას გამოიყენებს უკვე განხილულ წესს.

Built With

Share this project:

Updates