იქ-C წარმოადგენს პირველი ქართული პროგრამირების ენის კონცეპტს, რომელიც C ენის გამარტივებული ანალოგია. იქსი არის ზოგადი დანიშნულების სტრუქტურული პროგრამირების ენა, რომლის პლიუსებია: პრაქტიკულობა და სრულიად გაქართულებული სინტაქსი, გამოყენების სიადვილე, სტრუქტურული პროგრამირების მხარდაჭერა, ტექსტის ეფექტიანი დამუშავების ჩაშენებული მექანიზმი და მოდულების ქართული ბიბლიოთეკა. აღნიშნული მახასიათებლები მას ადვილად ასათვისებელს ხდის როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი პროგრამისტებისათვის. იქ-C შეიქმნა ჯგუფ Geo-X-ის მიერ HackTSU ჰაკათონის ფარგლებში. ჯგუფის წევრების მთავარი მიზანი და პრიორიტეტია ქართველი ახალბედა დეველოპერებისთვის პროგრამირების შესწავლის გამარტივება და მათთვის დახმარება. იქ-C წარმოადგენს ღია წყაროს სახის პროექტს და შექმნილია MIT ლიცენზიის ფარგლებში.

მიზანი

ჯგუფის მიზანია შექმნას რაიმე კარგი ეროვნული პროდუქტი, რომელიც დაეხმარება დამწყებ დეველოპერებს პროგრამირების ლოგიკის ადვილად ათვისებაში და განვითარებაში. ჩვენი აზრით, იმის გამო რომ სინტაქსი სრულიად ქართულია, შესაძლებელია მისი მეშვეობით პროგრამირების სწავლის დაწყება ძალიან ადრეული ასაკიდანაც კი. ასევე მისი მეშვეობით შეუძლია ნებისმიერს დაიწყოს პროგრამირების შესწავლა იქ-C-თ. რის შემდეგაც ის შეძლებს ზოგად გარკვევას და ჩამოყალიბებას თუ რა არის პროგრამირება, როგორ მუშაობს პროგრამირების ენა და ეს გამოცდილება დაეხმარება მას შემდგომ განვითარებაში. გარდა ამისა დამწყები დეველოპერებისათვის შესაძლებელია მათივე ქართულად დაწერილი პროგრამის თარგმნა C ენაში gxx-ის მეშვეობით, რაც დაეხმარება მათ გაერკვენ თუ როგორ მუშაობს თავად იქ-C და რა ხდება ამ ყველაფრის უკან. გარდა დამწყებებისა, იქ-C ში თავისუფლად შეიძლება რთული და კომპლექსური ამოცანების ამოხსნა და მათი მარტივი გადაწყვეტა, ამიტომ მისი გამოყენება ქართველი გამოცდილი დეველოპერებისთვისაც სასიამოვნო იქნება.

სიმარტივე

იქ->C ს მიზანია რომ კოდი იყოს მაქსიმალურად მარტივი და გასაგები დამწყები დეველოპერებისათვის, ამიტომ მისი სინტაქსი მაქსიმალურად მიახლოებულია სალაპარაკო ქართულთან. მაგალითდ ფუნქციის აღწერა რომელიც აბრუნებს რიცხვს ხდება ასე:

ფუნქცია ჯამი აბრუნებს რიცხვს (რიცხვი ი)
{
     დააბრუნე ი+ი;
}

აღნიშნული ფუნქცია არგუმენტად აიღებს რიცხვს, გაამრავლებს მას საკუთარ თავზე და დააბრუნებს ნამრავლის მნიშვნელობას, სადაც 'ჯამი' არის ფუნქციის სახელი.

ფუნქცია რომელიც არ აბრუნებს არაფერს, შეიძლება აღიწეროს რამდენიმენაირად, როგორც:

ფუნქცია სახელი აბრუნებს არაფერს

და

ცარიელი ფუნქცია სახელი

სადაც 'სახელი' არის ფუნქციის სახელი.

გარდა ამისა მაქსიმალურად გამარტივებულია სხვადასხვა ოპერაციები, მაგალითად ინკრიმენტი და დეკრიმენტი ხდება შემდეგნაირად:

გაზარდე ა;
შეამცირე ი;

რაც ნიშნავს ა++ და ი--;

აღნიშნული მახასიათებლები მარტივად გასაგებს ხდის კოდს და ეხმარება დამწყებ დეველოპერებს კოდის პროგრამირების ადვილად ათვისებაში.

მაგალითი

ესაა მაგალითი იმის რომ იქ->C ს კოდი ძალიან ახლოს არის სალაპარაკო ქართულთან რაც მას ადვილად ასათვისებელს და მარტივს ხსნის დამწყები დეველოპერებისათვის

Leap

დაყენების ინსტრუქცია

იქ-C წარმოადგენს მულტიპლატფორმულ პროგრამირების ენას და მისი ინსტალაცია შესაძლებელია გიტიდან.

git clone git@github.com:kala13x/geo-x.git
cd geo-x
chmod +x build.sh
./build.sh

სინტაქსი

მარტივი იქ->C-ს პროგრამა, რომელიც ჩართვისას დაბეჭდავს "გამარჯობა მსოფლიო"

შემოიღე სტანდარტები

ცარიელი ფუნქცია მთავარი ()
{
     დაბეჭდე("გამარჯობა მსოფლიო");
}

სადაც პირველი ხაზი, "შემოიღე სტანდარტები" არის სტანდარტული i/o ბიბლიოთეკების შემოტანა ჩვენს კოდში, რომელიც საშუალებას იძლევა დავბეჭდოთ ან წავიკითხოთ რამე ტერმინალიდან.

კომპილაცია

იქ-C-ს კოდის კომპილაცია შესაძლებელია gxx-ის მეშვეობით, რომლის გამოყენებაც არის ძალიან მარტივი. gxx პროგრამა ხსნის იქ-C-ს კოდს და ოპტიმალური სახით გადაჰყავს ის C პროგრამირების ენის კოდში, რის შემდეგაც კოდს უკეთებს კომპილაციას და იწყობა გამშვები ფაილი. მაგალითად, ზემოთ დაწრილი გამარჯობა მსოფლიოს კოდის მაგალითზე, კოდი დაკომპლირდება ასე:

gxx -i გამარჯობა.ი -o გამარჯობა

სადაც გამარჯობა.ი არის საწყისი კოდის ფაილი და გამარჯობა - ფაილი რაშიც გვინდა დავაკომპლიროთ კოდი.

თარგმნის რეჟიმი

იმის გამო რომ ჩვენ გვსურს პროგრამირების ლოგიკის ათვისებასა და გაუმჯობესებაში დავეხმაროთ დამწყებ პროგრამისტებს, gxx-ს აქვს თარგმნის რეჟიმი, რომელსაც გადაჯყავს იქ-C-ს კოდი C ენის კოდში და აგენერირებს output.c ფაილს. თუ თქვენ gxx-ს გაუშვებთ არგუმენტ -s ის დამატებით, პროგრამა კოდის კომპილაციის პარალელურად შექმნის იქ->C ში დაწერილი კოდის ზუსტ ანალოგს C პროგრამირების ენისთვის. ეს რეჟიმი არის სპეციალურად დამწყები პროგრამისტებისთვის, რადგან მათ შეეძლოთ შეხედვა და გაანალიზება თუ როგორ ხდება ქართულად დაწერილი იქ->C ს კოდის ტრანსლაცია C ში და როგორ მუშაობს ქართული კოდის C ანალოგი.

დამატებით

სრული ინფორმაცია, მაგალითები და დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს github რეპოზიტორზე: https://github.com/kala13x/geo-x

+ 4 more
Share this project:

Updates