ყველამ ვიცით, რომ Ping Pong-ი არის ერთ-ერთი პირველი თამაში, ჩვენ მისი მოყვარულები გახლავართ, რომელებსაც გვსურს თამაში უფრო განვავითაროთ, რაც თავის მხრივ გამოიხატება ახალი ეფექტების დამატებით, რომელიც თამაშს უფრო მეტად დინამიურს, აზარტულს და რა თქმა უნდა სახალისოს გახდის. ჩვენ თამაშში მომხმარებელს შეუძლია ნაცვლად რეფლექსების სისწრაფეზე დაყრდნობისა თავისი გონების სისხარტეს ენდოს და ითამაშოს, სწორედ ეს ხდის თამაშს უნიკალურს. კერძოდ მომხმარებელს მარტივი არითმეტიკული მოქმედების მცირე დროში შესრულებით, შეუძლია ბურთის მოგერიება. ბურთი ყოველ ჯერზე როცა კედელს ეჯახება ჩვეულებრივად აისხლიტება, ხოლო ზოგჯერ განსაკუთრებული ალბათობით აისხლიტება, რაც მოთამაშეს აზარტს უორმაგებს, ხოლო როცა ბურთი 90 გრადუსიანი კუთხით აისხლიტება და მაგიდის დაახლოებით 2/3-ს გაივლის, მაშინ ის შემთხვევითობით აირჩევს გზას მარჯვნივ ან მარცხნივ და ამ ქმედების შემდეგ მომხმარებელს 3 წამი რჩება სამოქმედოდ. ამ თამაშის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ ხალისით და თამაშით დაეუფლონ მარტივი არითმეტიკის საფუძვლებს. ჩვენ შევქმენით ინტერფეისი makey makey kit-ის დახმარებით. თამაში სრულიად ადაპტირებულია მის პლატაზე, ამიტომ ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს იყოს კრეატიული, რომ შექმნას საკუთარი ინტერფეისი და შემდეგ ისიამოვნოს თამაშით.
My image
აქ ჩანს თუ როგორ ვირჩევთ სასურველ პლატფორმას.
My image
აქ ვირჩევთ თუ რამდენ ქულამდე სურთ მომხმარებლებს თამაში.
My image
მოთამაშემ სწორად ამოხსნა არითმეტიკული მოქმედება და მისი დაფა ავტომატურად მოიგერიებს მოწინააღმდეგის დარტყმულს.
My image
მომხმარებლები თამაშობენ PC პლატფორმაზე.

Built With

  • css
  • html
  • makey-makey-kit
  • pure-javascript
Share this project:

Updates