ჩვენი პროექტი ხალხს დაეხმარება სასურველი საჩუქრის ან ნივთის შერჩევაში. ალბათ ხშირად უშედეგოდ გიფიქრიათ საჩუქრის შერჩევაზე და ამავე დროს ვერც სხვა დაგხმარებიათ. შედეგი ყოფილა საჩუქრის შეძენა რომელიც დიდად არც თქვენ მოგწონთ და არც მომლოდინეს. აპლიკაციაში მოხერხებული ფილტრების მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ იმ შესაძლო ნივთების ჩამონათვალი რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს სურვილებს. აპლიკაცია არამარტო შემოგთავაზებთ ნივთებს, არამედ მოგცემთ მიმართულებას თუ სად შეგეძლებათ მათი პოვნა.
ასევე ჩვენი პროექტი დაგეხმარებათ ბრენდებისგან წამოსული ზღვა სიახლეების მართვაშიც. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გახდეთ სხვადასხვა ბრენდის „მიმდევარი“, რათა მიიღოთ მათგან ცხელ-ცხელი სიახლეები push-notification-ების სახით. ამით ჩვენ გვინდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც გულისხმობს დღეში უამრავი თქვენთვის არარელევანტური sms-ის მიღებას ქართული კომპანიებისგან. ჩვენ გთავაზობთ გარემოს სადაც მომხმარებელი, სასურველი ინფორმაციის მიღებით და ბრენდი, მიზნობრივ აუდიტორიაზე გასვლით / ნაკლები დანახარჯით აღწევს სასურველ შედეგს. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის აპლიკაციაში შესაძლებელია არასასურველი ბრენდისგან შეტყობინებების გაუქმება. ჰაკატონის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა შექმნა აღნიშნული პროექტის როგორც Android ისე web ვერსია. ეს პროექტის ბეტა ვერსიაც კი არ არის. ჩვენი მიზანია რომ ადამიანების უმეტესობას სულ ოდნავ მაინც გავუმარტივოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

Android Source - https://github.com/ioramashvili/urbanpedia_android_hackTbilisi Admin Panel Source- https://github.com/ioramashvili/urbanpedia_admin_hackTbilisi

Share this project:

Updates